ვანის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის კომპიუტერები გადაეცათ
05-08-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის კომპიუტერები გადაეცათ.

გიორგი დვალიშვილმა, ქეთი აბრამიძემ, ლუკა ცხვარაძემ, გიორგი ძაგნიძემ, გვანცა აბრამიძემ და  ლიზი ტყეშელაშვილმა ლეპტოპები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათ მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

„გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი წარმატებული, საოცარი ბავშვები, რომლებიც კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
ამ ბავშვებს ოქსფორდისა და კემბრიჯის სტუდენტობა მინდა მივულოცო სამომავლოდ, იმსახურებენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203