ბასილეთის საჯარო სკოლა ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე
05-08-2022

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; შედეგად კი ბავშვებს არა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ, არამედ აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

შეუძლებელია არ აღინიშნოს ღონისძიება, რომელიც ბასილეთის საჯარო სკოლამ დედაენის დღეს მიუძღვნა. 

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გარდა ამისა, დედაენაზე ლექსები პირველი კლასის მოსწავლეებმაც წაიკითხეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი ქართული ენის მასწავლებელი შორენა აბრამიძე გახლდათ, ტექნიკური ხელძღვანელი კი ნატალია რომანაძე იყო; ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელმა ნესტან ბაჯელიძემ გააფორმა.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? ….სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”- წმ. ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე);

მასწავლებელმა ქეთევან ცხომელიძემ ისაუბრა იაკობ გოგებაშვილსა და დედაენაზე.

სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203