„კიდევ ბევრი წარმატებით გაგვახარებს“ - ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეს, თეკლა ლომთაძეს ლეპტოპის მიღება მიულოცეს
05-08-2022

ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ლომთაძეს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის კომპიუტერი გადაეცა. 

თეკლა ახლა მე-11 კლასშია. მან ლეპტოპი პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ იგი ნიჭიერი, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეა. სასსკოლო საზოგადოება კი თეკლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„გვჯერა, რომ ჩვენი საამაყო, საოცარი და ნიჭიერი გოგო, მე-11 კლასის მოსწავლე თეკლა ლომთაძე, კიდევ ბევრი წარმატებით გაგვახარებს. გილოცავთ, თეკლა! ჩვენი დიდი სიყვარული შენ“,- აღნიშNულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203