ქუთაისის N35 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაგდა ზარანიას წარმატება რაიონულ კონფერენციაში
05-08-2022

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაგდა ზარანია, ქუთაისისა და წყალტუბოს რესურსცენტრების ხელმძღვანელობით გამართულ, მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა. 

მან დანარჩენ მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, კონფერენციაში მონაწილეობისთვის კი სერტიფიკატი გადაეცა. 

მან კომპლექსური დავალების სახით - ანალიტიკური ესე - სიცრუის ფენომენი ძველად და დღეს - დავით კლდიაშვილის მოთხრობის „სოლომან მორბელაძის“ მიხედვით, წარადგინა.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს საინტერესო პრეზენტაციისთვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203