პერევის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-08-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

XI კლასის მოსწავლეებმა - ნინო ბერიძემ და ბექა ბეკოშვილმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, რისთვისაც ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და დამსახურებული ჯილდოს მიღებას.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203