ვანის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლის მშობელი დირექციასა და პედაგოგებს საჯაროდ მადლობას უხდის
05-08-2022

ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნანუკა დვალიშვილს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის კომპიუტერი გადაეცა. 

მოსწავლემ ლეპტოპი პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიიღო, მშობელი კი სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის. 

„გილოცავ ჩემო სიამაყევ, კიდევ უამრავი წარმატებები მომელოცოს ცხოვრების გზაზე,მადლობა სკოლის დირექციას და ჩვენს ძვირფას პედაგოგებს“,- წერია მშობლის მადლობის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203