ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი კოლეგებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის
05-08-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და ღონისძიება ჩატარდა, რომელთა მიმდინარეობაში პედაგოგები და მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებოდნენ.
სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც სასკოლო ცხოვრების გააქტიურებაშია ჩართული.
„სასკოლო პროექტებმა უამრავი სარგებელი მოუტანა სკოლას, ერთიანი გახადა სასკოლო საზოგადოება, უამრავი მოსწავლე და მასწავლებელი აღმოგვაჩენინა, კათედრები და კათედრათშორისი ღონისძიებები დაგვაგეგმინა, კლუბების მუშაობა გააქტიურა, ყოველი ახალი პროექტი წინაზე უკეთესია... წინ უამრავი სიახლე და საინტერესო დღეები გველოდება... მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული“,- წერს თეონა ადეიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს