„მიყვარს ქართულად“ - ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ V კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს
05-08-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის V კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოსაშვები საღამო „მიყვარს ქართულად“ გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

კლასის ხელმძღვანელი მაგდა შურღაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203