ბასილეთის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა
05-08-2022
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში სასაწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლეები კი, თავის მხრივ, დიდი ენთუზიაზმით რთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და შემეცნებით-შემოქმედებით კონკურსებშიც წარმატებით მონაწილეობენ.
ბასილეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, კონკურსი - „ნორჩი კალიგრაფები" - ჩატარდა, სადაც I, II, III, და IV კლასების მოსწავლეებმა მიირეს მონაწილეობა.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„დედა ენა“ უკვდავებისა და შვენების სახლია, ხალხმა თავის სულზე ჩამომტრეულ ქვებისაგან რომ ააგო. ენა ერის ისტორიაა და ხალხს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ენა ახასიათებს", - ამბობდა აკაკი წერეთელი - ასე ახასიათებდა ერთი გენიოსი მეორეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს