პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაზე მომხსენებლებად მონაწილეობდნენ
05-08-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგები - მარგარიტა ჩიტია და სოფიკო ბახტაძე ბარათელი ზოგადი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ რაიონულ კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ.

მარგარიტა ჩიტიამ სასკოლო პროექტი - „მწვანე - განახლების სიმბოლო“ წარადგინა, ხოლო სოფიკო ბახტაძე ბარათელმა - „საგანთა შორის ინტეგრირების მნიშვნელობა კომპლექსური დავალების განხორციელების დროს“.

კონფერენციაში მონაწილეობისა და კოლეგებისთვის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას ამ მეტად რთულ, საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმიანობაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203