აბაშის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
05-08-2022
აბაშის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

​მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური სარჩინებით დაასრულეს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. აბაშის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები, წარჩინებულ მოსწავლეებს ულოცავენ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„გილოცავთ! ნათელი და წარმატებული მომავალი თქვენ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203