თერჯოლის N2 საჯარო სკოლა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე ასახელა
05-08-2022
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულმა, გიორგი ჯუღელმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
გიორგიმ ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60 ქულა დაიმსახურა, ინგლისურ ენაში 78, ხოლო ისტორიაში 59 ქულა.
„გიორგი ყოველთვის იყო მოტივირებული მოსწავლე, სწავლისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით განწყობილი, ოქროს მედალოსანი და არაფორმალურ განათლებაში სკოლისათვის დიდი წარმატებების მომტანი.
გიორგიმ არაერთხელ წარმოაჩინა საკუთარი სკოლა, ასახელა მშობლები, მოუტანა დიდი სიხარული გულშემატკივრებს, ვულოცავთ გიორგის ამ წარმატებას! დალოცვილი იყოს მისი სავალი გზები!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს