საგვაზავოს და მაცხოვრისკარის საჯარო სკოლების მოსწავლებს მედიაწიგნიერების ტრენინგი ჩაუტარდათ
05-08-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების - საგვაზავოს და დანიელ თოფურიას სახელობის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.

პროგრამის - „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით“ ფარგლებში მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგი მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა.

ტრენინგს უძღვებოდნენ თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; მაიკო რატიანი - მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი. მოსწავლეებს ფაქტების გადამოწმებისა და ვიზუალური მანიპულაციების ამოცნობის ხერხები შეასწავლეს.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგში მონაწილე მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეების პედაგოგი ლუდმილა ჟვანია გახლდათ.

„ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია - „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203