სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორმა და ბლოგერმა - გურამ შეროზიამ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „პერსონალური ბრენდინგი“
29-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექტორმა და ბლოგერმა - გურამ შეროზიამ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „პერსონალური ბრენდინგი“.
ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა „დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა.
გურამ შეროზიამ ისაუბრა საკუთარი პერსონის წარმოჩენის ძირითად ასპექტებზე, თუ რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება გასაუბრებაზე, მოლაპარაკებებსა და საქმიან შეხვედრაზე ყოფნის დროს; როგორ წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. რა საკითხებზე, როგორ უნდა ისაუბროს სამსახურის მაძიებელმა, როგორ გამოიყენოს ჟესტიკულაცია და მხედველობითი კონტაქტი, როგორ მიაწოდოს საკუთარი თავი უფრო სწორად და როგორ გახდეს უფრო საინტერესო დ ა მოთხოვნადი კადრი.
სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს