ჭივჭავის საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურეს
05-08-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - ანა ჩეგიანმა და შორენა გულბანმა ერთიან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

საამაყო აბიტურიენტებმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ანა ჩეგიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დაჯილდოებულია და ასევე ოქროს მედლის კანდიდატი გახლავთ, ხოლო შორენა გულბანი ვერცხლის.

„ჩვენი სკოლა ამაყობს მათი წარმატებით და ვუსურვებთ ოცნებების ასრულებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203