ნახახულევის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
04-08-2022
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამთა სანოძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეს, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
დირექტორი ბონდო ტვილდიანი და სასკოლო საზოგადოება თამთას ულოცავს დამსახურებული ჯილდოს მიღებას.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს