იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ინგლისურის გამოცდაზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა
04-08-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებული, ლოლიტა ხაჭაპურიძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებს.
საამაყო აბიტურიენტმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში უმაღლესი 80 ქულიდან 80 დაიმსახურა. ლოლიტა სკოლაში მე-12გ კლასის მოსწავლე იყო და მისი კლასის ხელმძღვანელი ცირა ქარსელაძე გახლდათ.
„ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ ლოლიტას და მის მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს