ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება
04-08-2022

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, სკოლის წარმომადგებლებმა რემონტთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრა გამართეს. 

„ქალბატონმა მაიამ ჩვეული გულისხმიერებით მიგვიღო და მოგვისმინა. მერე სასიხარულო ინფორმაციაც გვამცნო - ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლისთვის დეკემბერში გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სარემონტო სამუშაოები.
ამაზე მეტად რა გაგვახარებდა?! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„გწამდეთ, იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ!" - ოცნებები ხდება!

უდიდესი მადლობა ქალბატონ მაიას გულისხმიერებისა და გაწეული დახმარებისთვის! ერთად ყველაფერს შევძლებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203