
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
მოსწავლე გვანცა კვარაცხელია სკოლა-პანსიონ კომაროვის ბანაკში მონაწილეობდა, რისთვისაც ქუთაისის N32 საჯარო სკოლა კომაროვის სკოლას მადლობას უხდის.
ბანაკის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებში მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
„სკოლა მადლობას უხდის სკოლა-პანსიონ კომაროვს რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეს გვანცა კვარაცხელია მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ბანაკში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: