ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ოსეფაშვილი - „თვითნაბადი მხატვარი“, რომელსაც   ხელოვნების კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
04-08-2022

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ბარბარე ოსეფაშვილს სახვითი ხელოვნების კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა. 

მოსწავლე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაზე, სახვითი ხელოვნების კონკურსში, ღირსეულად წარსდგა.

მოსწავლის საინტერესო და მრავალფეროვანმა ნახატებმა დადებითი შეფასებები მიიღო. 

„კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ის თვითნაბადი მხატვარია და მის ნიჭს აუცილებლად უნდა განვითარება.
წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს სკოლის დირექცია და პედ.კოლექტივი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქუთაისის N35 საჯარო სკოლა ამაყობს ნიჭიერი მოსწავლით და მას წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203