ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები პროექტის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში, გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
04-08-2022

ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები პროექტის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში, გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, რომელმაც საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

შეხვედრა „ეს ქვეყანა შენიას“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მისი სპიკერები დათო ტურაშვილი, გიორგი მშვენიერაძე და ნინო ზაუტაშვილი იყვნენ. 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. საკონკურსო კამპანია ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ახსენებს და აცნობს სამოქალაქო სექტორის ფუნქციასა და როლს, რომ მოზარდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო პრობლემების გადაჭრაში, მოხალისეობრივ საქმიანობაში და გაააძლიერონ სამოქალაქო აქტივიზმი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203