„გასართობი პარკის დაგეგმარება“ დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს
04-08-2022

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომელთა შორის იყო კომპლექსური დავალება და ის გასართობი პარკის დაგეგმარებას ითვალისწინებდა. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ მრავალფეროვანი მაკეტები დაამზადეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„დიდი მადლობა ნანა ცინცაძესა და იზო კეკელიძეს ძალიან საინტერესო გაკვეთილებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203