„სულ წინ იარე, ჩვენო გონიერო და წარმატებულო თაობავ“- ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
04-08-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს და მათ შორის, იყო სპორტული მიღწევებიც. 

მოსწავლეები ქუთაისში, ჭადრაკში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში გამართულ იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობდნენ. 

ისინი ტურირში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ულოცავენ.

„განსაკუთრებით ვამაყობთ ფიქრია კახაძის წარმატებით... სულ წინ იარე, ჩვენო გონიერო და წარმატებულო თაობავ.....
მადლობა ჩვენი სკოლის ჭადრაკის პედაგოგს, ბატონ ავთანდილ ძიგვაშვილს, ამომწურავია მისი პროფესიონალიზმი და საქმისადმი უპირობო სიყვარული“,- წერს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203