ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე ლევან დარახველიძე დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით გაემგზავრება
04-08-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის VIII კლასის მოსწავლე ლევან დარახველიძე დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით გაემგზავრება. 

მოსწავლემ პროგრეს ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ნინა ჩიკვაშვილის ფონდის მიერ დაწესებული მთავარი პრიზიც სწორედ ამიტომ დაიმსახურა. 

ლევან დარახველიძე ბრაიტონში 2 კვირის განმავლობაში იქნება. 

სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

„პროგრეს ოლიმპიადა სკოლა „პროგრესის" სამივე ფილიალში ჩატარდა ორ ეტაპად და მასში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან. ოლიმპიადის პირველ ეტაპზე მონაწილეებმა წერეს ზოგადი უნარებისა და ინგლისური ენის ტესტი, გამარჯვებულ კანდიდატებს კი მეორე ტურში ჩაუტარდათ გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდა და აფასებდა კომპეტენტური ჟიური სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალიდან.

ვულოცავთ ლევანს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203