ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მესამე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „საიდუმლო ბაღი“ სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ და მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მესამე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „საიდუმლო ბაღი“ დიდი წარმატებით წარადგინეს. ისინი აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათი პედაგოგი თამარ გიორგაძეა.
„პატარები დიდი მონდომებით და ემოციით დატვირთულნი თამაშობდნენ სპექტაკლის გმირებს. როგორც იცით, დრამა ავითარებს ბავშვების უნარებს, ამიტომაც კიდევ ბევრი წარმოდგენის დადგმა ვუსურვოთ მათ“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: