თბილისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინი ქაჯაია და ელენე აბაზაძე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
04-08-2022
თბილისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინი ქაჯაია და ელენე აბაზაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

​წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203