სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ქოქოლაძე საგანმანათლებლო პროექტში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
04-08-2022
აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინი ქოქოლაძემ პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულ მოსწავლეს ჯილდოდ სერტიფიკატი, ტელეფონი და წიგნები გადაეცა. ასევე სკოლას ჯილდოდ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
„პროექტის - „ახალგაზრდობის ჩართულობა რეგიონებში“ გამართულ ვიქტორინაში წარმატებისათვის სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინი ქოქოლაძეს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა საჩუქრად გადასცა წარმატების სერტიფიკატი და მობილური ტელეფონი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს