ღარის საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ლალი ჯაფარიძემ და ნინო ჭიჭინაძემ „ეტალონისგან“ დიპლომები მიიღეს
04-08-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ლალი ჯაფარიძემ და ნინო ჭიჭინაძემ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებ-გვერდის „ეტალონისგან“ დიპლომები მიიღეს. 

მასწავლებლებს დიპლომები სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაიმსახურეს. 

სკოლა ამ წარმატებას ულოცავს პედაგოგებს.

„წარმატებები მომავალ საქმიანობაში სასკოლო ცხოვრების წარმოჩენისა და გაზიარებისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203