დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბს გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში სერტიფიკატი გადაეცა
04-08-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ბ(უ)ნება შენია!“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა.
ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2022-ის“ ნახევარფინალში ღირსეულად წარსდგა და წევრებმა სერტიფიკატიც დაიმსახურეს.
„ჩვენი ნიჭიერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე ბავშვების, ეკოკლუბ „ბ(უ)ნება შენიას!“ წევრების: ნინი მოსეშვილის, თიკა ფიფიას, მარიამ ბაბუნაშვილის, ლუკა ურუმაშვილის, მარიამ გვარაძის, საბა სელიმაშვილის, გიორგი გიორგაძის, ნანი გოჩაძის, მათე გავაშელის და მათი საუკეთესო მასწავლებლის, მანონი წურწუმიას, შრომა დაფასდა.
ვულოცავთ კლუბის წევრებს და მათ პედაგოგს მორიგ წარმატებას!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს