„მშვიდობა მსოფლიოს!“- ბასილეთის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
04-08-2022

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ფორმალური განათლების პარალელურად, არაერთ აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან და საგმობრივი ცოდნის გარდა, მაღალპროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, სწავლობენ ტოლერანტობას, ჰუმანიზმს და რაც მთავარია, ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისიც იციან, რომ დღეს მათ უკრაინელ თანატოლებს თანადგომა ძალიან სჭირდებათ. 

სწორედ ომის თემატიკას მიეძღვნა სასკოლო აქტივობა, რომლის საშუალებითაც, მესამე კლასის მოსწავლეებმა ომში გახვეულ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

ბავშვებმა თემატური ნახატები საკუთრი ხელით, დიდი მონდომებით შექმნეს და უსყვარლესი მასწავლებლის, მარიკა თავბერიძის ხელმძღვანელობით მოწყობილი გამოფენით, კიდევ ერთხელ დაგმეს ომის სისასტიკე.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი მეგობარი ქვეყანა. დიდება უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს!“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203