პირველი სვირის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
04-08-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამის დასტურია ის, რომ სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს.

ახლახან, პირველი სვირის წარჩინებული მოსწავლეები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.


2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის შემდეგ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ:

1. მაგდა ბაღდაძე;

2. ნინო გელაშვილი;

3. ლუკა წაქაძე;

4. ლუკა ჩხიკვაძე;

5. ნინი კაპანაძე;

6. ლიზი სახვაძე;

7. გიორგი სულაქველიძე;

8. თამარ ჭულუხაძე.

„ვულოცავთ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ წარმატებებს სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203