„ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ეს ჩემპიონი ბიჭი“- ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება საჭადრაკო ფესტივალზე
04-08-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მათ შორის გახლდათ ვასიკო შაპოვალოვი, რომელმაც ფოთში ჩატარებულ XV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში „ნანა ალექსანდრიას თასი- 2022“ წარმატებით იასპარეზა. 

მან 9 ტურად ჩატარებულ ტურნირში, 4 მოგებით, 3 ყაიმითა და 2 წაგებით საპრიზო, მე-2 ადგილი დაიკავა. 

ვასიკო შაპოვალოვმა ამ მოგებით სარეიტინგო ქულა 86 პუნქტით მოიმატა და საერთო სარეიტინგო ქულად 1776 დააფიქსირა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ეს ჩემპიონი ბიჭი... წარმატებები ვასიკოს და ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს, ბატონ ავთანდილ ძიგვაშვილს“,- წერს სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203