ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერის საინტერესო დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
03-08-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მასშტაბური გარემოსდაცვით კონკურსშიმიიღო მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწია.
ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის“ ფინალისტი გახდა, მის ლიდერს ლიდერს ესაილ იგიტიანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა. ესაილმა მინისტრთან ერთად ერთი დღე სამინისტროში გაატარა.
ოთარ შამუგიამ მოსწავლეს წარმატებები უსურვა და საჩუქრად დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში ვიზიტის აბონიმენტი გადასცა.
ესაილი ასევე, ღვინის ეროვნულ სააგანტოს, ღვინის მუზეუმსა და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიასაც ეწვია.
შეხვედრების მიწურულს კი ესაილი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს, თამარ ალადაშვილს შეხვდა, რომელთანაც საინტერესო საუბარი შედგა.
მოსწავლისთვის აღნიშნული დღე მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ეკო-კლუბის ხელმძღვანელი არუსიაკ მღდესიანი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს