„მადლობა ჩვენს პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის“ - დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგების წარმატება შემაჯამებელ კონფერენციაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა შემაჯამებელ კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდნენ.ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართა 28-29 ივლისს ონლაინ რეჟიმში.
სკოლიდან ეროვნულ კონფერენციაზე საკუთარი პრაქტიკის გაზიარების მიზნით მონაწილეობდნენ:
- ლიდერობა - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - მაია მოსეშვილი;
- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნათია იასაღაშვილი;
- მოქალაქეობის პედაგოგი - მარიამ ბერია.
„მადლობა ჩვენს პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის და ვულოცავთ წარმატებულ გამოსვლას ეროვნულ კონფერენციაზე“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: