ქიძინიძეების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი ბათაძე და თაკო გოგიტიძე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
03-08-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ბათაძე და თაკო გოგიტიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექტორი მანანა გოგიტიძე და პედაგოგები წარჩინებულ მოსწავლეებს ულოცავენ ამ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203