ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე, ქართულში მაღალი ქულები დაიმსახურეს
03-08-2022
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ.

სკოლის კურსდამთავრებულებმა: ელენი ჭყოიძემ, ელენე ტალახაძემ, რუსა ბოგვერაძემ და ლუკა ბენდიაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი ქულები დაიმსახურეს.

ლუკა ბენდიაშვილმა - 53, ელენი ჭყოიძემ - 52, ელენე ტალახაძემ და რუსა ბოგვერაძემ - 51-51 ქულები მიიღეს.

სკოლა თითოეულ მათგანს წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203