ქუთაისის N20 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგის საქმისადმი თავდადება და მოსწავლეებისთვის შეთავაზებული მნიშვნელოვანი აქტივობები
03-08-2022

ქუთაისის N20 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, რუსული ენის პედაგოგი მარინა კვეტენაძე სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იგი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდა.

მან V-VI კლასის მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სიმღერა „დაე, მუდამ იყოს მზე!“ მოასმენინა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს სიმღერის ტექსტი, შემდეგ ნახატები დახატეს.

გარდა ამისა, მე-9 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და უფროსკლასელებში ჩაატარეს გამოკითხვა „რისგან უნდა დავიცვათ ბავშვები?" შედეგების მიხედვით კი პოსტერი შექმნეს. 

მისი ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - დღესასწაულები და გატაცებები იმუშავეს. მათ მისალოცი ბარათები დაამზადეს და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს მსოფლიო ბავშვებს.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა კი უკრაინელ თანატოლებს ემოციური წერილები მისწერეს და თანადგომა გამოუცხადეს. 

„ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება, ბევრი ადამიანი და მათ შორის, ბავშვიც, სვამს კითხვას: - „რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული? რუსეთი ხომ ოკუპანტია?! "
ქალბატონმა მარინამ გადაწყვიტა უფროსკლასელებისათვის არგუმენტირებული პასუხის გასაცემად შეეთავაზებინა აქტივობა „რატომ უნდა ვისწავლოთ რუსული?" და ინტერნეტში რუსული ენის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მოეძიათ.
აი, ასეთი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს მეათე კლასის მოსწავლეებმა, თეკლა და ანა ლომთაძეებმა.
დაგვეთანხმებით, ქალბატონმა მარინამ ძალიან საინტერესო, საჭირო და მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროექტი განახორციელა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203