დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა ქართულის გამოცდაზე მაღალი ქულები დაიმსახურეს
03-08-2022
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ.

საამაყო აბიტურიენტებმა: გურამ ლურსმანაშვილმა, ქეთევან ლაცაბიძემ, ელენე ჩიჩილიძემ და ქრისტინე მაღრაძემ სკოლა წარჩინებით დაამთავრეს.

მათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღეს: გურამ ლურსმანაშვილმა - 52, ქეთევან ლაცაბიძემ - 50, ქრისტინე მაღრაძემ - 45 ხოლო ელენე ჩიჩილიძემ - 44 ქულები.

სკოლა კურსდამთავრებულებს შემდგომ გამოცდებშიც წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203