ქუთაისის N32 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ საერთაშორისო კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
03-08-2022

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-10 კლასის სამმა მოსწავლემ საერთაშორისო კონკურსში წარმატებას მიაღწია. 

საერთაშორისო ორგანიზაცია СENTROPA-მ, რომელიც საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის სწავლებაზე მუშაობს და  ევროპის რამდენიმე ქვეყანას აერთიანებს, გამოაცხადა კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით. 

კონკურსში პედაგოგები და მოსწავლეები ევროპის მასშტაბით ჩაერთნენ. 

სწორედ მასში ჩაერთნენ მოსწავლეები ნოდარ ცუცქირიძე, თინა ცეცხლაძე, ვიკა ხეცურიანი და მათი ისტორიის მასწავლებელი თეა გაგუა. 

მათ მეორე საპირიზო ადგილი დაიკავეს და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის ფარგლებში შეიქმნა „გრაფიკული ნოველების" ელექტრონული წიგნი/ ბროშურა (ქართულ- ინგლისური ვერსია).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203