ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
03-08-2022

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ღონისძიებებითა და აქტივობებით აღნიშნავენ და ერთ-ერთ მათგანს გამოფენაც კი მიეძღვნა. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა და მის მიმდინარეობაში ყველა დიდი ინტერესით ჩაერთო. 

მოსწავლეების ხელით შექმნილმა ნახატებმა დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა და გამოვლინდა სამი გამარჯვებულიც, რომელთაც სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203