„სიტყვებში განფენილი ისტორია“ - ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
03-08-2022

ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ და ამის დასტურია ღონისძიება, რომელიც მშობლიური ენის ისტორიის ლაბირინთებში ჯადოსნურ მოგზაურობას უფრო ჰგავდა. 

ღონისძიებაში - „სიტყვებში განფენილი ისტორია“ - მე-5 კლასის მოსწავლეები, ლია ჭეიშვილის, ნანა ცერცვაძის, ნანა შალამბერიძისა და პაატა ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„სიტყვებში განფენილი ისტორია" - ასე უწოდეს ღონისძიებასა და ხელნაწერ წიგნს მეხუთეკლასელებმა.
საღამომ სული აუმაღლა და გული გაუთბო მაყურებელს. ეს, მართლაც, ბედაური, მაძღარი, ქართული სიტყვის სადიდებელი იყო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203