„ვამაყობთ ამ საოცარი ბავშვებით“- ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში დიდ წარმატებას მიაღწიეს
03-08-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა თუ პროექტში მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ინტელექტუალური ოლიმპიადებიც

„კინგსის“ ოლიმპიადებში მოსწავლეები გაბრიელ ფოფხაძე და ნიკოლოზ კაშია განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ და შესაბამის წარმატებასაც მიაღწიეს. ისინი ქართულ ენაში, ქვეყნის მასტაბით, ტოპ ოცეულში, ხოლო იმერეთის მასშტაბით ტოპ ათეულში არიან.

სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი მათი მიღწევით ამაყობს.

„ვამაყობთ ამ საოცარი ბავშვებით...
მადლობა მათ პედაგოგს, ქალბატონ ნათია დვალიშვილს, მადლობა მშობლებს“,- წერს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203