„წლის აღმოჩენა“- აბაშის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება ​გარემოსდაცვით კონკურსში
03-08-2022
აბაშის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებითაც განვითარდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები გარემოსდაცვით პროექტებშიც.

ამის დასტურია აბაშის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ნიკეს“ წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში; „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ნახევარფინალში მოხვდა, სადაც სიგელით დაჯილდოვდა.

კლუბს ასევე მიენიჭა ნომინაცია - „წლის აღმოჩენა“ და „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერითაც დაჯილდოვდა.

​აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი „ნიკე“ სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს და სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო თუ მნიშვნელოვანი აქტივობა ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203