
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სასწავლო წლის განმავლობაში არერთ პროექტსა თუ აქტივობაში ერთვებიან.
მასწავლებლები ლია ვაჩიბერაძე, ეკა გიგიაძე და ეკატერინე ნადირაძე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ რაიონულ კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ. მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.