ღარისა და ონის საჯარო სკოლების კურსდამთავრებული ჯული ჯაფარიძე მოხალისეობრივი პროგრამით პოლონეთში 10 თვით გაემგზავრება
03-08-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული ჯული ჯაფარიძე ევროპის სოლიდარობის კორპუსის ეგიდით ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეობს. 

მან რამდენიმესაფეხურიანი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა. შედეგად, ჯული ჯაფარიძე 10 თვით, სრული დაფინანსებით, პოლონეთში, ქალაქ შჩეცინში გაემგზავრება და პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად  მოხალისეობრივ საქმიანობას შეუდგება. 

ჯული ჯაფარიძე საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში გადავიდა. უმაღლეს განათლებას კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე იღებს. ის ახლა მეორე კურსის სტუდენტია და პატარელურას, სტაჟირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადის. 

სკოლებში მისი მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203