ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა ინგლისურის გამოცდაზე მაღალი შეფასებები მიიღეს
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულების წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრძელდება. დღეს, 3 აგტვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, შედეგად კი გაირკვა, რომ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის საამაყო კურსდამთავრებულებმა ინგლისური ენის გამოცდაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.წარმატებული აბიტურიენტები გახლავთ:
- თამთა კიკნაძე - 74 ქულა;
- გიორგი კვირიკაშვილი - 69 ქულა;
- მარიამ ფცქიალაძე - 62 ქულა.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგებთან ერთად ქართული ენის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ტესტები, შეფასების სქემები და ქულები გამოაქვეყნა.
იხილეთ ფოტო: