ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისთვის, სიგელები გადაეცათ
03-08-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამის დასტურია ის, რომ 2021-2022 სასწავლო წელი ადგილობრივი სასკოლო საზოგადოებისთვის წარმატებით დასრულდა. მალე სექტემბრისთვის მზადება დაიწყება, მანამდე კი აღსანიშნავია ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც სკოლამ სწორედ სასწავლო წლის დასრულებას მიუძღვნა. 

ღონისძიება მრავალფეროვანი და შემეცნებითი გახლდათ, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, შემდეგ კი ერისთავების სასახლეც მოინახულეს და სიგელებიც გადაეცათ.  

აღსანიშნავია, რომ ზემოხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

„ცოტა ხნით დავემშვიდობეთ სკოლას და ბევრი კარგი ვუსურვეთ ერთმანეთს. თითოეულმა მოსწავლემ დამსახურებულად მიიღო სიგელი და შემდეგ ერისთავების სასახლეც მოვინახულეთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203