პირველი მაისის საჯარო სკოლის საამაყო კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე ქართულში მაღალი ქულა დაიმსახურა
03-08-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებული, ავთანდილ კომახიძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებს.
საამაყო აბიტურიენტმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60 ქულიდან 59 დაიმსახურა.
„ავთანდილი გამოირჩევა სერიოზული, გაწონასწორებული ხასიათით, სიდინჯით, ნიჭიერებით, გონიერებით. იგი ყოველთვის მზადაა ახლის ძიებისა და შემეცნებისთვის. მისი ინტერესის სფერო ბიზნესია, ამიტომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე აბარებს.
წარმატებებს ვუსურვებთ ავთანდილს. გვჯერა, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს და გვასახელებს თავისი წინსვლით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს