პირველი სვირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქართულსა და მათემატიკაში მაღალი ქულები დაიმსახურა
03-08-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებული, მარიამ ბაღდაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებს.
საამაყო აბიტურიენტმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 51, ხოლო მათემატიკაში 38 ქულები დაიმსახურა.
პირველი სვირის საჯარო სკოლა მარიამ ბაღდაძეს ულოცავს ამ მიღწევებს და წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.