ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე კვლავ ასახელა
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება კვლავ გრძელდება.
საამაყო კურსდამთავრებულმა, მარიამ ფცქიალაძემ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია კიდევ ერთხელ ასახელა - მან ქიმიაში მაქსიმალური 63 ქულიდან - 56, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან 65 ქულა დაიმსახურა.
„მარიამმა კვლავ ასახელა გიმნაზია! დიდი სიყვარულით ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს“, - წერია გავრცელებულ მილოცვაში.
იხილეთ ფოტო: